სიახლეები

ქალაქ ცაგერში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს

ქ.ცაგერში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა მიმდინაობს.
აქტიურ ფაზაშია სპორტული დარბაზის მშენებლობის დასრულების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 349 028 ლარს შეადგენს;
შემსრულებელი შპს "TU-KA".
დაწყება-დასრულების ვადებია:
16/07/2019-15/10/2019წწ.
ქ.ცაგერში მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა (სასწრაფო დახმარების შენობა)
ღირებულებით- 324 869 ლარი;
შემსრულებელი შპს "TU-KA";
პროექტის დაწყება -დასრულების ვადებია: 13/06/2019-16/10/2019წწ.
აგრეთვე,მიმდინარეობს ქ.ცაგერის "საზოადოებრივი ცენტრის" მშენებლობა, ღირებულებით - 758 514 ლარი;
პროექტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს,შემსრულებელი შპს"მტმ". დაწყება -დასრულების ვადებია:
08/-07/2019-22/11/2019წწ.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან-გოჩა ენუქიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ სამუშაოები ხარისხიანად და დროულად უნდა განხორციელდეს.

სიახლეები