სიახლეები

ცაგერში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის  დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე დისკრიმინაციის აკრძალვის, თანასწორობის საკითხების, საკანონმდებლო ბაზაში შეტანილი ცვლილებებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრეს და საქართველოში არსებულ სტატისტიკას გაეცნენ.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მოქალაქეთა მიერ დასმულ კითხვებს,  ამომწურავი პასუხები გასცეს.
შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ესწრებოდა.

სიახლეები