სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფებოდა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, ათეა-ს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით რიგაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში დაიგეგმა. ქართულ მხარეს, პროექტში ათეას პარტნიორი ორგანიზაცია - ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაცია (LALRG) მასპინძლოდა.
სასწავლო ტური, რომელიც 21-25 ოქტომბერს იმართება მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების დაგეგმვის, საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მუშაობის, ურბანული მმართველობის სფეროებში ინოვაციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.
დელეგაციაში საქართველოს მუნიციპალიტეტებს ქუთაისის, თელავის, ცაგერის, ლანჩხუთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქობულეთის, ლაგოდეხის და ახალქალაქის თვითმმართველობის პირველ პირები წარმოადგენდნენ. მათ უკვე უმასპინძლეს ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციაში (LALRG).
საქართველოს წარმომადგენლები ლატვიის პარლამენტის (სეიმი) წევრებს შეხვდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გაეცნენ. სხვა თემებთან ერთად, საუბარი შეეხო ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპებს, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებულ რეფორმებს.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე რიგის ქალაქის განვითარების დეპარტამენტისა და ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ლატვიაში საქართველოს ელჩთან გამართავს შეხვედრებს.


