სიახლეები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ცაგერის 112 სამსახურს მაღალი გამავლობის სპეციალური მანქანა გადასცა

24 ოქტომბერს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ცაგერის 112 სამსახურს მაღალი გამავლობის სპეციალური მანქანა გადასცა და ცაგერის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებული ახალი შენობა დაათვალიერა.
შენობის მშენებლობის და კეთილმოწყობის სახელშეკრულებო ღირებულებაა 324 869 ლარი. სამუშაოებს შპს ,,ტუკა“ აწარმოებდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ერთად იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე , მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე,მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი,სასწრაფოს მედპერსონალი,თანამშრომლები.
სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელი ცაგერის მუნიციპალიტეტში ნატო ნემსაძე და მომსახურე მედპესონალი კმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი შენობისა და ავტომანქანის გამო,რითაც გაცილებით გაუადვილდებათ გამოძახებებზე დროული რეაგირება და პაციენტების დახმარება.

სიახლეები