სიახლეები

მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

27 ოქტომბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების’’ და ,,სტუდენტური პარლამენტის’’(ხელმძღვანელები: გიგა გლუნჩაძე, ანზორ მეგრელიშვილი) ორგანიზებით და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო 5 სხვადასხვა პროექტში ახალგაზრდობის ჩართულობას:
- ,,საქართველოს სტუდენტური პარლამენტი’’
- ,,გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რეგიონი -შენი ქალაქი’’
- ,,აღმოაჩინე საქართველო’’
- ,,ჩემი ჯადოსნური შაბათ-კვირა’’
- ,,თოვლის ქალაქი’’
პროექტის ,,გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რეგიონი - შენი ქალაქი’’ ფარგლებში ა/წლის 3 დეკემბერს, ცაგერის ეკონომიკური განვითარების თემაზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სოციალურად აქტიური ახალგაზრდები. გამოვლინდება საუკეთესო პროექტები და მოხდება ავტორთა წახალისება.

სიახლეები