სიახლეები
ცაგერში ქუჩებისა და ჩიხების ასფალტირების სამუშაოები სრულდება
ქალაქ ცაგერში დასრულების პროცესშია ვაჟა-ფშაველას, გოლეთიანის, 9 აპრილის, ჩაკვეტაძის ქუჩების, კოსტავას ქუჩის ჩიხების და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს ასფალტირების სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 305 000 ლარი, სამუშაოებს კი შ.პ.ს. ,,ჯ და ჯ" ასრულებს.


