სიახლეები

ცაგერის N2 საბავშვო ბაღში ,,შემოდგომის ზეიმი" გაიმართა

ცაგერის N2 საბავშვო ბაღში ,,შემოდგომის ზეიმი" გაიმართა.პედაგოგ ნატო ფოჩხიძის აღსაზრდელებს შეუერთდნენ პედაგოგების მეგი მურცხვალაძის,მანანა ყურაშვილის,მაგული კოპალიანის ჯგუფები და შემოდგომას საოცარი გაცილება მოუწყვეს.
ლეჩხუმური ატრიბუტები,ხილი,მწვადი,თონეული,ჩურჩხელების ამოვლებისა და უგემრიელესი პიტნის ჩაის სმის რიტუალი შესთავაზეს ორგანიზატორებმა აქ მისულ სტუმრებს .
პატარების ლექსები,ცეკვა და სიმღერა მზია ცხადაიას აკომპანიმენტის ფონზე იმედით და სითბოთი ავსებდა ბაღის ეზოს და არემარეს.
ბაღის გამგის-ლელა კვირიკაშვილის,თითოეული აღმზრდელის,თანამშრომლის,მშობლის,აღსაზრდელის უზომო შრომის შედეგმა შეჰმატა საბავშვო ბაღის ისტორიას ეს მშვენიერი დღე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი თანამშრომლებით და მრავალი სტუმარი.

სიახლეები