სიახლეები
სახელმწიფო ინსტანციების,ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სერაფიონ ფრუიძის ნეშთი საქართველოში,კერძოდ ლეჩხუმში ჩამოასვენეს
საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია ამ რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ ქართველი მებრძოლების შესახებ,მათ შორის,უკრაინაში,ჟიტომირის ოლქის ნოვგოროდ-ვოლინსკის რაიონში ნაპოვნი იქნა ნეშთი,რომელიც ეკუთვნის სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძეს,დაბადებულს 1918 წელს ცაგერის რაიონის სოფელ ალპანაში.იგი ითვლებოდა მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
ამ ფაქტს მრავალი გამოხმაურება ჰქონდა.გვწერდენ რიგითი ადამიანები,იქნებ აღმოგვეჩინა სერაფიონ ფრუიძის ნათესავები.ასეც მოხდა,ბატონ სერაფიონს სოფელ ალპანაში დის შვილიშვილი,ნანა ხეცურიანი აღმოაჩნდა,რომელიც ,74 წლის შემდეგ,მისი მთავარი ჭირისუფალია,თუმცა არა მარტო ქალბატონი ნანა,დღეს მთელმა ლეჩხუმმა ცრემლით მიიღო საკუთარი შვილი,უცხოობაში დაკარგული,რომელსაც საბოლოოდ მშობლიური ალპანის მიწა ჩაიკრავს გულში და სამუდამო განსასვენებელს დაიმკვიდრებს.
სახელმწიფო ინსტანციების,ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სერაფიონ ფრუიძის ნეშთი საქართველოში,კერძოდ ლეჩხუმში ჩამოასვენეს.ამ სამგლოვიარო და თანაც ამაღლებულ ცერემონიალს ცაგერში დაესწრნენ ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები,სიტყვით გამოვიდა სამსონ ბრეგვაძე,ესწრებოდნენ ჯარისკაცები,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,რწმუნებულის მოადგილე დავით ღუდუმიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე,სოფელ ალპანის წარმომადგენლები.სიტყვით გამოვიდა განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი .სტუმრებმა,ლეჩხუმის საზოგადოებამ ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს მებრძოლის ნეშთი.
გმირის პატივსაცემად სიმღერა შეასრულა ანსამბლმა ,,სალაღობომ"


