სიახლეები
ღია შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება
ღია შეხვედრების ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აღვში, ნაკურალეშში, სანორჩში და მახაშში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოსახლის საჭიროებას ადგილზე გაეცნნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას მთიანი რეგიონების მიმართ მთავრობის სტრატეგია გააცნო და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.
სოფლებში მთავარ საჭიროებად სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დასახელდა.
შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ.
საუბარი სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამებს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებელს, ტყის კოდექსს და საგრანტო პროექტებში მოსახლეობის ჩართულობას შეეხო.


