სიახლეები
7 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა
7 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა.
კომისიის თავმჯდომარეა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი.
კომისიამ განიხილა 11 განცხადება,აქედან დადებითად დაკმაყოფილდა 6 მათგანი,დანარჩენ 5 მოქალაქეს,კომისიის მსჯელობის შედეგად, ეთქვა უარი მიწის დაკანონებაზე, კანონთან შეუსაბამისობის გამო.


