სიახლეები
ლასურიაშში,დეხვირში,ლასხანასა და ჩხუტელში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.
7 ნოემბერს,ღია შეხვედრების ფარგლებში,ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლასურიაშში,დეხვირში,ლასხანასა და ჩხუტელში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, მოსახლეობას მიმდინარე პროექტები, სახელმწიფო პროგრამები და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის უპირატესობები გააცნო.
სოფლებში მთავარ საჭიროებად სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება და ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლა დასახელდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფელ ჩხუტელში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც-გარემონტდა სკოლის შენობა,სოფლის ამბულატორია,დაიგო ბეტონის გზა რამდენიმე ადგილზე,მათ შორის,სოფელ ლასხანის მიმართულებით.
შეხვედრას აგრეთვე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე ესწრებოდა, რომელმაც ტყის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ სოფლის მაცხოვრებლებს ინფორმაცია მიაწოდა.
გამოკვეთილი პრობლემების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში.


