სიახლეები

სოფელში შეხვედრების დასრულების შემდეგ, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს ქალაქ ცაგერში,კულტურის ცენტრის დარბაზში.

10 ნოემბერს, მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრების ფარგლებში,თითოეულ სოფელში
შეხვედრების დასრულების შემდეგ, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს ქალაქ ცაგერში,კულტურის ცენტრის დარბაზში.
მუნიციპალიტეტის მერი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას,რის შემდეგაც სიტყვა გადასცა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს:,,ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ლეჩხუმისა და ლეჩხუმელების მიმართ,აქ ყველა სოფელს განსაკუთრებული ისტორია აქვს,ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობების ჩამოთვლისას მხოლოდ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავის და ლეგენდარული ხვამლის მთის ხსენებაც კი საკმარისი იქნებოდა...აქ ცხოვრობს საოცრად ჭკვიანი და მშრომელი ხალხი,რომელთა წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ როგორც სამხარეო,ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,უფლება არ გვაქვს იმედები გაგიცრუოთ თითოეულ თქვენთაგანს"...
ცაგერის მუნიცილაპიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ შემაჯამებელი ანგარიში/2018 წლის ოქტომბრიდან-დღემდე/ წარუდგინა თავის ამომრჩეველს,ლეჩხუმის მოსახლეობას,სამხარეო ხელისუფლების და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს.
,, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ როგორც ცენტრალური, ასევე სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებას გავუჩინოთ საფუძვლიანი განცდა, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა ვიაროთ ევროპის გზით, დავამკვიდროთ ევროპული ხარისხი, ორიენტირებული ვიყოთ ადამიანთა კეთილდღეობაზე და ხვალინდელი დღე გაცილებით უკეთესი გავხადოთ.
შეინიშნება კიდეც პოზიტიური ძვრები, დადებითი ტენდენციები თითქმის ყველა სფეროში. მთავრობა მობილიზებულია დაამარცხოს ჯერაც არსებული პრობლემები, რასაც უმუშევრობა, სიღარიბე ჰქვია. ამაზე მიუთითებს თუნდაც უამრავი სოციალური, ინფრასტრუქტურული, სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ქალაქად თუ სოფლად განხორციელდა ან ხორციელდება"--ასე დაიწყო მერმა თავისი გამოსვლა.
ავთანდილ უგრეხელიძემ დეტალურად მიმოიხილა თავის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული სამსახურის გაწეული მუშაობა,ეკონომიკის,საფინანსო,სიციალურ თუ კულტურულსფეროში განხორციელებული პროექტები,ისაუბრა ადმინისტრაციულ სამსახურში წარმოებული დიდი რაოდენობით დოკუმენტების შესახებ,მაგრამ განსაკუთრებით ბევრი სასაუბრო ჰქონდა მას ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებულ მრავალ ინფრასტრუქტურულ პროექტზე,რომელთა უმეტესობა წარმატებით სრულდება,რაშიც,ლომის წილი,უდავოდ,მერიის ზედამხედველობის სამსახურს უდევს.
,,კიდევ უფრო მეტი გეგმები გაგვაჩნია 2020 წლისათვის, სწორად რომ განვსაზღვროთ პრიორიტეტები, გამოვავლინოთ ნაკლოვანებები და თქვენი აზრის გათვალისწინებით შევადგინოთ მომავალი წლის ბიუჯეტი, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეხვედრებიც. არ მინდა ისე გამოგოთ, რომ თითქოსდა ვერ ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ იმ ნაკლოვანებებს რომელიც ვერ კიდევ თავს იჩენს ჩვენს საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ყველა წინადადება, შენიშვნა, მოსაზრება შესაძლებლობის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული."-ასე დაასრულა თავისი გამოსვლა ავთანდილ უგრეხელიძემ.
სამხარეო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა კითხვა-პასუხის რეჟიმისათვისაც მზად გახლდნენ,რთველთან დაკავშირებულ კითხვას პასუხი გასცა არჩილ ჯაფარიძემ.
მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება,ხელისუფლების ახალგაზრდა წარმომადგენლები კვლავაც მზად არიან პირნათლად წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.

იხილეთ ანგარიში სრულად

სიახლეები