სიახლეები

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში „ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმის მეგზურის“ წარდგენა გაიმართა

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ,,ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმის მეგზურის" წარდგენა.
საინტერესო წიგნი,რომლის ავტორია ღვაწლმოსილი ლეჩხუმელი ბატონი დავით კოპალიანი გვამცნობს მუზეუმის მოკლე ისტორიას,ასახავს მუზეუმის ექსპოზიციებსა და ფონდებში არსებულ უმნიშვნელოვანეს ექსპონატებს შემდეგი კოლექციებით:გეოლოგია,-პანტეოლოგია,არქეოლოგია,ნუმიზმატიკა,საეკლესიო ნივთები,ეთნოგრაფია,დ.ერმაკოვის ფოტოკოლექცია,ფერწერა,ბუნება.მადლობა ავტორს ასეთი ღირებული ნაშრომისათვის.წიგნი დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე სახელოვანი ლეჩხუმელის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის თამაზ ცვარიანის ფინანსური დახმარებით.დიზაინი და ფოტომასალა ეკუთვნის ნუგზარ კოპალიანს. დამსწრე საზოგადოებისათვის წიგნის წარდგენას უძღვებოდა მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი გულივერ ბრეგვაძე.ღონისძიებას ესწრებოდნენ : მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი .

სიახლეები