სიახლეები

ინფორმაცია შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადასვლის მსურველი მოხელეების საყურადღებოდ

 ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 2/პ-კ 19 ბრძანების შესაბამისად შიდა აუდიტისა და ინპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის განთავისუფლების შედეგად ვაკანტურია აღნიშნული თანამდებობა  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამახურის პირველი   კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად დაინტერესებულმა მოხელეებმა მუნიციპალიტეტის მერის სახელზე უნდა წარმოადგინონ განცხადება. განაცხადის წარდგენა მიმდინარეობს 2 სამუშაო დღის ვადაში, ( 22 ნოემბრის ჩათვლით).
1.       გადაყვანა განხორციელდება მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების შესასრულებლად ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში და მის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებიდან (ჰორიზონტალური გადაყვანა).
2.       გადასაყვანი მოხელე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
3.         განათლება: უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება: საფინანსო, აუდიტორული, ეკონომიური, საქმისწარმოების მიმართულებით ან/და საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

5.        კომპიუტერული პროგრამები:

-         Microsoft Word-დამაკმაყოფილებელი
-         Microsoft Excel-დამაკმაყოფილებელი
6.       სამართლებრივიაქტები:
1.საქართველოს კონსტიტუცია
2.ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ''
3.საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი''
4.საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ''
5.საქართველო ორგანული კანონი ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი''( I,II,III,IV) თავები.
6. საქართველოს კანონი ,,შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“
7. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“
8. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის დებულების დამტკიცების შესახებ'' ცაგერის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N 40 დადგენილება.
7.კომპეტენციები:
1.ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
2.ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
3.დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
4.გუნდური მუშაობის უნარი;
5.კომპლექსური აზროვნება;
6.დროის ეფექტიანი მართვა;
7.საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
8.ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
8.       შესასრულებელი ფუნქციები:
 
- მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                - სამსახურეობრივი გადაცდომებისა და დარღვევების პრევენცია, რისკ- ფაქტორების გამოვლენა , ანალიზი და მისი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მერისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა.
- მერიისა და საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურეობრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.
-  მერიის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება
 - მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება.  
 
შენიშვნა:

განსაზღვრულ ვადაში დარეგისტრირებული კანდიდატთან   საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ატარებს გასაუბრებას და მოხელის შეფასების შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის გადაყვანის შესახებ.

სიახლეები