სიახლეები

სოფელ ქვედა ცაგერში ცხენოსნობაში შეჯიბრი გაიმართა

16 ნოემბერს სოფელ ქვედა ცაგერში ყოფილი,აეროპორტის ტერიტორიაზე,ჩატარდა ტრადიციული მუნიციპალური საცხენოსნო შეჯიბრება/დოღი/
ღონისძიება გაიმართა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის ,სპორტის სამსახურის ორგანიზებით და კომპლექსური სასპორტო სკოლის მხარდაჭერით.
შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობდა 12 საუკეთესო მხედარი მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.
საინტერესო ასპარეზობაში გაიმარჯვა გენადი ფრუიძემ სოფელ ნასპერიდან.
მეორე ადგილზე გავიდა აჩიკო ჩიქოვანი სოფელ გვესოდან.
მესამე ადგილი კი წილად ხვდა შოთა გასვიანს სოფელ უცხერიდან.
ასპარეზობის გამარჯვებულ გენადი ფრუიძეს გარდამავალი თასი და ფულადი ჯილდო გადასცა მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.
მეორე და მესამე ადგილებზე გასული მხედრები შესაბამისი ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ და სასპორტო სკოლის დირექტორმა კობა ქომეთიანმა.
ეს იყო ულამაზესი სანახაობა,ჯირითი საუკეთესო ბედაურებით და ნამდვილი მხედრებით,ჯანსაღი ახალგაზრდობით.სასიხარულოა,რომ ლეჩხუმს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს საამაყო თაობები.
ვულოცავთ გამარჯვებულებს,თითოეულ მონაწილეს და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ!

სიახლეები