სიახლეები

23-24 ნოემბერს ქ.თერჯოლაში გაიმართა ვიტალი გაბიანისა და თამაზ სოფრომაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

23-24 ნოემბერს ქ.თერჯოლაში გაიმართა ვიტალი გაბიანისა და თამაზ სოფრომაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.ტურნირში მონაწილეობა მიიღო ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდმა.ნაკრების მწვრთნელის ფიზკულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებულის,სპორტის დამსახურებული მწვრთნელის ზურაბ ქომეთიანის დაუღალავი შრომის შედეგი დაუფასა სპორტსმენებმა და ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლემ დიმიტრი მეგრელმა დამსახურებულად მე-2-ე ადგილი და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. მესამე ადგილსა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკა გოლეთიანი და მიხეილ ასათიანი. წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ მწვრთნელსა და მის სპორტსმენებს.

სიახლეები