სიახლეები

ტრაგიკული შემთხვევა ცაგერში-მოკლულია ორი პოლიციელი.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
შემთხვევა 2 საათის წინ, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი შს სამინისტროს თანამშრომელი იყო. ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ კარლო კოპალიანის ძმის შვილის მეუღლე – რომეო მანდარიაა.
სროლის შედეგად, შემთხვევითი გამვლელი, ადგილობრივი მამაკაცი დაიჭრა. იგი ამ დროისთვის, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
​ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილებს, ერთმანეთთან კონფლიქტი აქამდე არ ჰქონიათ.  რა გახდა შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
როგორც “რეგიონულ  კვირას” პროკურატურაში განუცხადეს,  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება  108-ე მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სიახლეები