სიახლეები

თეა წულუკიანმა ცაგერში რიგით 73-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

6 დეკემბერს, ქალაქ ცაგერში, რიგით 73-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი,მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი და ასევე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საზოგადოებრივი ცენტრები არის სრულად ორიენტირებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას.
ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები.
მოსახლეობას ადგილზე შეუძლია, 24-საათიანი უკაბელო   უფასო ინტერნეტით, ს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი   ბიბლიოთეკით ისარგებლოს, სადაც ელექტრონულ წიგნებთან   ერთად, ბეჭდური გამოცემებიცაა განთავსებული.

სიახლეები