სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ორშაბათის სამუშაო თათბირი გამართა
9 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ორშაბათის სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირზე სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაციები გასულ კვირაში შესრულებული სამუშაოებისა და აქტივობების შესახებ.
მერმა კონკრეტული დავალებები მისცა სამსახურების ხელმძღვანელებს მიმდინარე კვირაში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
ინფრასტუქტურის და ზედამხედველობის სამსახურებისთვის პრიორიტეტად კვლავ გზების და წყალსადენების მოწყობა და მიმდინარე სამუშაოების აქტიური კონტროლი რჩება.
განხილულ იქნა დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები, დავალებები მიეცა განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელს.
მერმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია თითოეული სამსახურიდან,მისცა მათ გარკვეული მითითებები.


