სიახლეები

ქალაქ ცაგერში სპორტ-კომპლექსის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები მოინახულეს

ქალაქ ცაგერში სპორტ-კომპლექსის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა გიორგი მაქარაშვილმა დაათვალიერეს და სამუშაოების შესრულების ხარისხს ადგილზე გაეცნენ.
სპორტ-კომპლექსის პროექტის ღირებულება 349 028 ლარს შეადგენს;
შემსრულებელი შპს "TU-KA".
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

სიახლეები