სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ეტალონი გაიმართა

ცაგერის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა.
მასში ცაგერის რაიონის ყველა სკოლიდან 70 გამორჩეული ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მიხეილ მეშველიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე - გიორგი გუგავა, ტურიზმისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი - გოგი კვირიკაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ჩემპიონატის დაწყებამდე 2017-2018 სასწავლო წლის „ცაგერის ეტალონ მოსწავლეს“, ნინო სილაგაძეს „ეტალონის ოქროს ფონდის“ დიპლომი გადაეცა. მის მშობლიურ ლაცარიის საჯარო სკოლას კი - ოქროს დიპლომი, „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.
სპეციალური სიგელები გადაეცათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებმაც ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში 51 ქულიანი ბარიერი გადალახეს.
ცაგერის ინტელექტ-ჩემპიონატში დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო, მონაწილეებს ბავშვები ფანჯრიდანაც გულშემატკივრობდნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეებისთვის საჩუქრად ფულადი ჯილდო, 250-200-150 ლარი დააწესა.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: ანდრია ხაბულიანი, ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე, დაჩი კალანდაძე, ცაგერის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, ნანო ჭაბუკიანი, ცაგერის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის VII კლასის მოსწავლე, ლიზი სვანიძე, ცაგერის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე და ცაგერის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ახალი თაობა“

სიახლეები