სიახლეები

11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა

11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველო ამ დღის აღნიშვნას წელს უკვე მეორედ შეუერთდა. ღონისძიება სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გახსნა, მონაწილეებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიესალმა.
მთის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ შეხვედრას მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, მაღალმთიანი სოფლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მთის თემის პოპულარიზაციისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სხვადასხვა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.
შეხვედრაზე თავისი მოსწავლეებით იმყოფებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის პედაგოგი ხათუნა ღურჭუმალიძე,რომელიც ,,ლეჩხუმელი დიასახლისის" სახელითაცაა ცნობილი,როგორც მეწარმე.
ქალბტონი ხათუნა დიდ პოპულარიზაცას უწევს ლეჩხუმურ სამზარეულოს და ჩვენს კუთხეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა პირადად გადაუხადეს მადლობა ხათუნა ღურჭუმალიძეს ამ ღვაწლისათვის.
მეწარმეეთან თანადგომის კუთხით,როგორც სამაგალითო,დასახელდა ცაგერის მუნიციპალიტეტი.
ხათუნა ღურჭუმალიძემ თავისი გამოსვლისას ისაუბრა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე,საჭიროებებზე.
სოფელ ნასპერში ინგლისური ენის სწალების დაფინანსებისათვის,ასევე,მუდმივი თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ
უგრეხელიძეს.
წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ ხათუნას მომავალ საქმიანობაში!

სიახლეები