სიახლეები
სასიხარულო ინფორმაცია ლეჩხუმისათვის
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, გენერალური დირექტორის, 2019 წლის 21 ნოემბრის, N 02/89 ბრძანების საფუძველზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ცაგერის მუნიციპალიტეტის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს: ზუბის(თაკვერის) ციხე ,უწვაშის ციხე (სოფ:ლახეფა),ქორენიშის კოშკი, ხვამლის ციხე-ქვაბული და ნამარნევის წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესია (სოფ:ჩქუმი).
დღეის მდგომარეობით ლეჩხუმში არის 50 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.


