სიახლეები

18 დეკემბერს მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

18 დეკემბერს, სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში რწმუნებულთან და რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე განიხილეს შემდეგი საკითხები:
-2019 წლის მიმდინარე და დასრულებული საინვესტიციო პროექტები
-2020 წლის საინვესტიციო პროექტების განხილვა.
-ინფორმაცია 2019 წლის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ.
-ინფორმაცია 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
-ინფორმაცია 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ.
-სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საშეშე მერქნით მომარაგების საკითხი.
-ინფორმაცია ზამთრის სეზონთან დაკავშირებით (გზა, გათბობის საკითხი - ბაღები, სკოლები, სოციალურად დაუცველი ოჯახები).
-ინფორმაცია საახალწლო ღონისძიებების შესახებ.
-მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის საკითხი, 2019 წელს ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში
-სოფლებში საინფორმაციო დაფების განთავსების შესახებ

სიახლეები