სიახლეები

არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ისუნდერისა და ლუხვანოს საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ისუნდერისა და სოფ.ლუხვანოს საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
რწმუნებული გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, პედაგოგებს გააცნო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროცესები და ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში. როგორც მან აღნიშნა, დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს.
რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

სიახლეები