სიახლეები

ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი ჩატარდა

ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი ჩატარდა,რომელშიც ბაღის გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელები ღებულობდნენ მონაწილეობას.პედაგოგების-ნატო ფოჩხიძის,მადონა ლეთოდიანის,მზევინარ ჩაკვეტაძის,მუსიკოს მზია ცხადაიას დაუღალავი შრომის შედეგად პატარებმა ულამაზესი სანახაობა წარმოგვიდგინეს.
დასასრულს აღსაზრდელებს და სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, ბაღის გამგემ ლელა კვირიკაშვილმა,სკოლამდელი და სკოლისგარეშე სამსახურის უფროსმა მარინა ბურჯალიანმა.
აღნიშნული სამსახურისგან ,,შემოდგომის ზეიმის" მაღალ დონეზე ჩატარებისთვის,კრეატიულობისთვის, სამადლობელი სიგელი გადაეცა ბაღის კოლექტივს.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მახათაძე,განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი,მშობლები,ბაღის აღსაზრდელები .
საახალწლო საჩუქრებით გაახარეს პატარები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ , სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა წარმომადგენლებმა.
ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებთ ჩვენს მომავალ თაობას.

სიახლეები