სიახლეები

ცაგერის გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრმა მაყურებელს პრემიერა წარუდგინა

26 დეკემბერს ცაგერის გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრმა მაყურებელს პრემიერა წარუდგინა--,,გზა სინათლისაკენ"/ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით/.
სპექტაკლის რეჟისორები გახლდნენ ზურა ძნელაძე და დარეჯან საღინაძე.
თეატრის დასთან ერთად პრემიერაში მონაწილეობდნენ ლეჩხუმელი ახალგაზრდები,ბავშვები...
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების პერსონაჟები მრავალ ფილმსა თუ სპექტაკლში გვინახავს გაცოცხლებული დიდი მსახიობების მიერ,მაგრამ ლეჩხუმელმა მსახიობებმა მაინც კიდევ ერთხელ შეძლეს გავეოცებინეთ დახვეწილობით და მაღალი დონით...ცრემლი და სიცილი ერთმანეთში ირეოდა მაყურებელთა შორის,ზუსტად ისე,როგორც ნოდარ დუმბაძის განუმეორებელი ნაწარმოებების კითხვისას,რაც,უდავოდ,რეჟისორების და თითოეული იმ ადამიანის დამსახურებაა,ვინც ბოლომდე დაიხარჯა ამ დაუვიწყარი სანახაობისათვის.
თეატრის დასის წევრები, გარდა იმისა, რომ ხელოვნებას ემსახურებიან,რიგითი ლეჩხუმელების ცხოვრებით ცხოვრობენ,შრომობენ,ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილები არიან.
დასასრულს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თამაზ დაუშვილმა კულტურის ცენტრის დირექტორს,ღვაწლმოსილ მსახიობსა და რეჟისორს დარეჯან საღინაძეს, ამავე საზოგადოებისგან მინიჭებული, კულტურის ამაგდარის წოდება მიულოცა და სიგელი და საჩუქრები გადასცა. სპექტაკლს მასთან ერთად ესწრებოდა ონის კულტურის სახლის დირექტორი მალხაზ ჯაფარიძე.ჩვენი სტუმრები ფრიად კმაყოფილი დარჩნენ სპექტაკლით.
პრემიერას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,განათლების,კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი,ლეჩხუმის საზოგადოება,ახალგაზრდები.
ხელოვნება ძალიან მაღალ დონეზეა ჩვენს კუთხეში-თამამად შეგვიძლია ვთქვათ.წინასაახალწლოდ ცაგერის თეატრმა თავისი სიტყვა თქვა,აღაფრთოვანა მაყურებელი და ღირსეული აპლოდისმენტებითაც დაჯილდოვდა.

სიახლეები