სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელის დადგომას ულოცავს

ძვირფასო ლეჩხუმელებო!
კიდევ ერთი წელიწადი უკვე ისტორიის,წარსულის კუთვნილებაა...
განსაკუთრებული გახლდათ გასული წელი ლეჩხუმის პოპულარიზაციისათვის,მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით,ადგილობრივი მეწარმეების,პედაგოგების,სტუდენტების,მოსწავლეების,სპორტსმენების წარმატებით,ახალგაზრდული პროექტებით,რომელთაც აუცილებლად ექნებათ გაგრძელება 2020 წელში.
...მაგრამ ეს ყველაფერი ვერ იქნება სრულყოფილი მანამ,სანამ ყველა პრობლემურ ქუჩაზე თუ მონაკვეთზე არ გაივლის განახლებული გზა,სანამ ყველა სოფელში ბოლომდე არ იქნება მოწესრიგებული სასმელი წყლის პრობლემა,სანამ ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები თითოეული ოჯახის ბიუჯეტსა და კეთილდღეობაზე საგრძნობლად არ აისახება.
ჩემთვის გასული წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია თქვენთან აქტიური შეხვედრებით.ცენტრალური და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,თითქმის ყველა სოფელში,ადგილზე მოვისმინეთ პრობლემები,შენიშვნები,ჯანსაღი კრიტიკა.თითოეული პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს მუშაობა.არ არსებობს ისეთი პრობლემა,რომელსაც თქვენი თანადგომით ვერ გავუმკლავდებით.
ყველაფერთან ერთად,ახლა ზუსტად ვიცი,როგორი მერი,როგორი ხელმძღვანელობა გჭირდებათ,რა კუთხით უნდა გავაძლიეროთ მუშაობა...
იყო გარკვეული სირთულეები...მოთმინებით და ურთიერთპატივისცემით ჩვენ ყოველთვის გავუმკლავდებით ყოველგვარ სირთულეს.

სიახლეები