სიახლეები

საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ახალი წელი მიულოცა

ახალი წლის ღამეს საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფებს, ყველა დაწესებულებაში, დღესასწაული მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა,მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.
ამ დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები ჩვენი ჯანმრთელობის და სიმშვიდის სადარაჯოზე არიან.მათ,სამწუხაროდ,სადღესასწაულო დღეებშიც უხდებათ რთულ საქმესთან შეჭიდება,ემოციების მართვა.
ეს ადამიანები,ხშირად ჩრდილში მყოფები,სასიცოცხლო საქმეს აკეთებენ,დიდ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებენ.
მშვიდობიან და ბედნიერ წელიწადს გისურვებთ!

სიახლეები