სიახლეები

31 დეკემბრის ღამეს,ცაგერის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საახალწლო კონცერტი

31 დეკემბრის ღამეს,ცაგერის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საახალწლო კონცერტი,კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ღონისძიება საახალწლო ფეირვერკით დასრულდა.
კონცერტის დამსწრე და ღონისძიების მონაწილე ბავშვებს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები.
საახალწლო კონცერტს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები,ლეჩხუმის საზოგადოების წარმომადგენლები,ბავშვები.
ბედნიერ წელიწადს ვუსურვებთ ჩვენს ხელოვან ადამიანებს!

სიახლეები