სიახლეები

ცაგერში, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიებასთან ერთად, წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანეს დღე იზეიმეს

ცაგერში, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიებასთან ერთად, წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანეს დღე იზეიმეს.
ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა დაესწრნენ.
ბავშვებმა მეუფეს ანგელოზის დღე მიულოცეს და საახალწლო ნომრები წარმოადგინეს.
არჩილ ჯაფარიძემ მათ 2020 წლის დადგომა მიულოცა, გასული წლის შედეგები გააცნო და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

სიახლეები