სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალი,თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალი,თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა.
ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი,სრულიად კომფორტული პირობებით,რომელიც სოფელ ლაჯანასა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება.
დღეს საბავშვო ბაღში სწავლა-აღზრდის პროცესი დაიწყო.
ლაჯანის საბავშვო ბაღის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი მაქარაშვილმა,მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ,საკრებულოს ჯანდაცვისა და სოცილურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მარიკა კოპალიანმა,სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა.
წარმატებებს ვუსურვებთ ბაღის აღსაზრდელებს,პედაგოგებს,თანამშრომლებს,მშობლებს,ყველა იმ ადამიანს,ვინც მცირედი წვლილიც კი შეიტანა ამ სასიკეთო საქმეში.

სიახლეები