სიახლეები

მოქალაქეთა საყურადღებოდ

თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:
მონაწილეობითი ბიუჯეტირება;
ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები;
სახელმწიფო შესყიდვები;
მუნიციპალური საჯარო ფინანსები.
ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.
იხილეთ აპლიკაციის ლინკი: https://forms.gle/SWgqU5EPqrLMYPPv5
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 თებერვალი, 2020
კურსების დეტალური აღწერა იხილეთ ლინკზე: https://bit.ly/2RyIW6i
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

სიახლეები