სიახლეები

"ბატონი არჩილ ჯაფარიძის საუბარს, გულახდილობა და კეთილი დამოკიდებულება ახლდა

"ბატონი არჩილ ჯაფარიძის საუბარს, გულახდილობა და კეთილი დამოკიდებულება ახლდა, დავინახეთ ხელმძღვანელი, რომელიც სირთულეებს იცნობს ღრმად, ცდილობს მაღალ დონეზე აიყვანოს სულიერი ცხოვრება რეგიონში და რეალურად აქციოს ის სამომავლო პერსპექტივები, რომელთა განხორციელებაში, ჩართული იქნება, თითოეული ჩვენთაგანი. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი იქნება მიმართული იმისაკენ, რომ, საინტერესოდ განვითარდეს მომავალი ცხოვრება რეგიონში, რომ დაფასდეს ადამიანთა ღვაწლი და ქვეყნის განვითარება კიდევ უფრო მძლავრად წარიმართოს, ყველა ოჯახმა იგრძნოს სიკეთე. შეხვედრა იმედის მომცემი იყო, სასიხარულოა, როდესაც მხარის გუბერნატორი, დიდი შრომითი გამოცდილებითა და ღრმა ინტელექტით, საქვეყნო საქმის კეთების სურვილით, ასე ფიქრობს, ასე მოქმედებს, ასე გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი კუთხე და სრულიად საქართველო",

იხილეთ მეტი

სიახლეები