სიახლეები

ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა

3 თებერვალს, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
 
საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა,
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა და მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს,სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია დაკრძალული.სასულიერო პირებმა აღავლინეს პარაკლისი.
ლეჩხუმის საზოგადოებამ და სტუმრებმა ცაგერის სამხატვრო გალერეაში რამაზ კორშიას პერსონალური გამოფენა დაათვალიერეს,სადაც წარმოდგენილი გახლდათ ფერწერის,გრაფიკის,ქანდაკების,ხატწერის.ხატჭედვის ნიმუშები..
რამაზ კორშიას ხელოვნებაში განსაკუთრებითაა გამოყოფილი საეკლესიო თემტიკა და მათ შორის მონუმენტური ქვა-ჯვრები,რომლებიც ხასიათდება ჯავახური ფერებით.
რამაზ კორშიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ფაკულტეტის დეკორტიულ-გამოყენებთი ხელოვნების და ლითონების რესტავრაციის სპეციალობა.პარალელურად-ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის ხატჭედვის რესტავრაციის სპეციალობა.
2004 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოცენტის სამეცნიერო -პედგოგიური წოდება.
განსაკუთებით აღსანიშნავია რამაზ კორშიას მოღვაწეობა თსუ ახალციხის მესხეთის ფილიალში.
ამჟამად იგი მუშაობს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მეუღლესთან ერთად,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი.
 
წმინდა მაქსიმე ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!

სიახლეები