სიახლეები

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში,წიგნის საჯარო კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,შემოქმედებითი საღამო-,,ვკითხულობთ ლადოს"გაიმართა

5 თებერვალს ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში,წიგნის საჯარო კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,შემოქმედებითი საღამო-,,ვკითხულობთ ლადოს"გაიმართა.
ღონისძიება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შედგა.
მასში მონაწილეობდნენ მერიის განათლების,კულტურის,სპორტის სამსახურის ,კულტურის ცენტრის და ბარდნალის საჯარო სკოლის წარმომადგენლები.
ლადო ასათიანის შემოქმედება მოკლედ მიმოიხილა ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა,ფილოლოგმა მთვარისა ახვლედიანმა.ლიტერატურული კომპოზიცია ლადოს შემოქმედებაზე წარმოადგინეს ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ანსამლ ,,სალაღობოს",დაჩი კალანდაძის და ანდრია ხაბულიანის მიერ შესრულდა მუსიკალური ნომრები.
დამსწრე საზოგადოებას,ახალგაზრდებს წიგნის საჯარო კითხვის დღის მნიშვნელობაზე და ლადოს შემოქმადებაზე ესაუბრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე.
საღამოს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი.
თებერვლის ერთ ცივ,თოვლიან,მაგრამ მშვენიერ დღეს ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში თბილი და სასიამოვნო, ემოციურად დატვირთული ღონისძიება შედგა

სიახლეები