სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა

5 თებერვალს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა /თავმჯდომარე-მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი/.
სხდომაზე საბჭოს წევრების მსჯელობის შემდეგ,კანონის შესაბამისად,დაკმაყოფილდნენ ბენეფიციარები,რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ოპერაციის,ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარების,ონკოლოგიური და სხვადასხვა მძიმე დაავადებების,სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სულ დაკმაყოფილდა 230 განცხადება,გასაცემი თანხა შეადგენს 55 513 ლარს.

სიახლეები