სიახლეები

დაიწყო ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები.

3 თებერვალს დაიწყო ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები.
3 თებერვალს შეხვედრები ჩატარდა ალპანის თემში.მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შეირჩა შემდეგი განსახორციელებელი პროექტები:
სოფელი აჭარა-შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარის მოწყობა;გარე განათების სამუშაოების ჩატარება.
სოფელი ალპანა-სოფლის ცენტრში სველი წერტილების მოწყობა;ამბულატორიის შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.აღნიშნულ პროექტებს შესაძლოა დაემატოს სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოების გაგრძელება.
სოფელი ზოგიში-გარე განათების გაგრძელების სამუშაოების ჩატარება
სოფელი ცაგერა-არსებული წყალსადენის ქსელის სამუშაოების ჩატარება;სოფლის წისქვილის სარემონტო სამუშაოების გაგრძელება.
მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე.

სიახლეები