სიახლეები
8 თებერვალს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში
საქართველოს ჩემპიონატში ძიუდოში,ჭაბუკთა შორის,რომელიც 8 თებერვალს ქალაქ ზესტაფონში ჩატარდა,ლეჩხუმიდან მონაწილეობდა ნიკა ქომეთიანი/მწვრთნელი ალექსი დავითაშვილი/.
ნიკამ უძლიერეს ფალავნებთან ექვსიდან ხუთი ორთაბრძოლა მოიგო და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი
ვულოცავთ ნიკას გულშემატკივრებს და ლეჩხუმს ამ დიდ წარმატებას.
ნიკა ქომეთიანი შეყვანილია საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ნაკრებში ჭაბუკთა შორის.მალე ნაკრები მიემგზავრება თურქეთში,ქალაქ ანტალიაში,საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად,სადაც ნიკა იასპარეზებს და გვჯერა, კვლავაც გაგვახარებს.
წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა ლეჩხუმელ ფალავანს!