სიახლეები

10 თებერვალს ცაგერის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა

10 თებერვალს ცაგერის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა.
სტუმარს ახლად აშენებულ სპორტულ კომპლექსში შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, სპორტის სფეროს წარმომადგენლები.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ქ.ცაგერში ჩატარდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის III ტური ფრენბურთში, ვაჟთა გუნდებს შორის.
ბატონი ირაკლი ჩაჩუა გაეცნო მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ფრენბურთის კლუბის'' საქმიანობას. დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდება ახალი სპორტული ობიექტის საზეიმო გახსნა.

სიახლეები