სიახლეები

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შესარჩევ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრები სოფელ საირმეში,ჩქუმსა და ქულბაქში ჩატარდა

,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები 18 თებერვალს ჩატარდა სოფელ საირმეში,ჩქუმსა და ქულბაქში.
მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შეირჩა შემდეგი განსახორციელებელი პროექტები:
სოფელი ზედა საირმე-გარე განათების დასრულების სამუშაოები.
სოფელი ქვედა საირმე-გარე განათების დასრულების სამუშაოები;წყალსადენის სარემონტო სამუშაოები.
სოფელი ჩქუმი-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.
სოფელი ქულბაქი-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩქუმსა და ქულბაქში ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

სიახლეები