სიახლეები

ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ, ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასთან  თანამშრომლობით შედგა და მას მუნიციპალიტეტის ააიპ-ების წარმომადგენლები  და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს  ინფორმაცია შენგენის  ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მიეწოდათ. საუბარი შეეხო იმ რისკებსაც, რაც წესების დარღვევასთან და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან არის დაკავშირებული.  საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლით სარგებლობისა და თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში. აქედან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ხანგრძლივობით და ასევე, სტატისტიკით, თუ რამდენმა მოქალაქემ დატოვა ბოლო წლებში ქვეყანა.
შეხვედრის შემდეგ, თემის გარშემო დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხეს.

სიახლეები