სიახლეები

1 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში,შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან

1 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში, შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მობილური ექსტენციის სამსახურთან. მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს მცირე ფერმერებს.მეცხოველეობის, მცენარეთა დაცვისა და მეფუტკრეობის მიმართულებით. შეხვედრები უკვე 3 წელია იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.ფერმერთა სახელით საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური მადლობას უხდის მობილური ექსტენციის ჯგუფს და მის ყველა წევრს და წარმატებებს უსურვებს.

სიახლეები