სიახლეები

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ზუბში,ისუნდერში,მახურაში,წიფერჩში,ბარდნალასა და ლარჩვალში ჩატარდა

,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები 19 თებერვალს ჩატარდა სოფელებში- ზუბში,ისუნდერში,მახურაში,წიფერჩში,ბარდნალასა და ლარჩვალში.
მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შეირჩა შემდეგი განსახორციელებელი პროექტები:
სოფელი ზუბი-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.
სოფელი ისუნდერი-არსებული წყალსადენის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
სოფელი მახურა-სოფლად მისასვლელი გზის და შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
სოფელი წიფერჩი-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.
სოფელი ბარდნალა-გარე განათების დასრულების სამუშაოები;შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
სოფელი ლარჩვალი-წყალსადენის სარემონტო სამუშაოების ჩატარება;გარე განათების მოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

სიახლეები