სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში დამსახურებული ხელოვანის რაფიელ კოპალიანის 95 წლის საიუბილეო საღამო შედგა

კლორული ანსამბლ ,,შვიდკაცას" წევრი, რომელსაც დავით კოპალიანი ხელმძღვანელობდა, 1972 წელს ქმნის ანსამბლ "ლეჩხუმს", რომელმაც 1978 წლამდე იარსება.აღადგინა 33 ისეთი ლეჩხუმური სიმღერა, რომელიც ნამდვილ ლეჩხუმურ კილო- კავში იმღერება.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ცნობილი ანსამბლი "სახიობა" და მისი ხელმძღვანელი- ეთნომუსიკოლოგი,მკვლევარი,ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შემსწავლელი და შემსრულებელი მალხაზ ერქვანიძე,ბატონმა მალხაზმა დიდი სითბოთი ისაუბრა მხცოვანი ხელოვანის შესახებ.
სიტყვით გამოვიდნენ ეთნომუსიკოლოგი,ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ,პროფესორი ნატო ზუმბაძე, ანსამბლ "სალაღობოს" ხელმძღვალი ზაზა ყურაშვილი,მან ანსამბლის სახელით ბატონ რაფიელს საჩუქრად ჭედური ხატი გადასცა,ლოტბარი ნანა გოგოლაძე,ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი დავით კოპალიანი,მერიის განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი, აფხაზეთიდან დევნილი დალი ჯონჯუა.
 დავით კოპალიანმა თავის გამოსვლაში ბრძანა,რომ ზოგჯერ ჩვენს გვერდით დააბიჯებენ უდიდესი ადამიანები,რომლებიც ამ სიახლოვის გამო,ჩვეულებრივები გვგონია.სწორედ ასეთი ბრძანდება ბატონი რაფიელი.
ღონისძიების მსვლელობისას მაყურებელმა იხილა კადრები რაფიელ კოპალიანის და მისი მეგობრების წარსულიდან,ინტერვიუ მომღერალთან.
დასასრულს,ამაგდარ ხელოვანს იუბილე მიულოცა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, რომელმაც ლეჩხუმელი ხალხის სახელით ბატონ რაფიელს ლეჩხუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
 საღამო მიჰყავდა ა/ა/იპ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის" ცენტრის დირექტორს მარინე სვანიძეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,ლეჩხუმის საზოგადოება,რაფიელ კოპალიანის მეუღლე შუქურა ქარსელაძე,შვილების-თამაზის,ნონას და აწ განსვენებული რამაზის შთამომავლები,ნათესავები.
ღონისძიება ცაგერის მუნიციპალიტეტის და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
 

სიახლეები