სიახლეები

25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება

25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში,ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო.
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად,ამ დღეს,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება

სიახლეები