სიახლეები
21 თებერვალს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის"ფარგლებში შეხვედრები გაიმართა
21 თებერვალს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის"ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სპათაგორში,ლეშკედაში,ლაცორიაში,ლასურიაშში,დეხვირსა და მახაშში.
მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შეირჩა შემდეგი განსახორციელებელი პროექტები:
სპათაგორი-სასფლაოს მიმართულებით და დ.ახვლედიანის უბანში მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ლეშკედა- გარე განათების ამორტიზირებული ქსელის 250 გრძ.მ კაბელის მოწყობის სამუშაოები; სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების ჩატარება.
ლაცორია -შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ლასურიაში- სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
დეხვირი- გარე განათების დასრულების სამუშაოები; წყალსადენის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ლესინდი- სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მიმართულებით სასოფლო გზისა და სანიაღვრე არხის მოწყობა.
მახაში- სოფელ მახაშში ახალი წყალსადენის სამუშაოების ჩატარება
24 თებერვალს შეხვედრები შედგა ქვედა ლუხვანოში,ზედა ლუხვანოში,ზარაგულაში,ლაილაშში,თაბორში,ღუსა და სურმუშში.
შეირჩა შემდეგი პროექტები.
ქვედა ლუხვანო- გარე განათების დასრულების სამუშაოები.
ზედა ლუხვანო- გარე განათების დასრულების სამუშაოები.
ზარაგულა- ქვედა ლუხვანო-ზარაგულას შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება;გარე განათების დასრულების სამუშაოები.
ლაილაში-არსებული წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია; ქვედა ლაილაშში გარე განათების მოწყობა.
სურმუში- ცალკეულ უბნებში შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ღუ- სოფელ ღუში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა


