სიახლეები

უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება

ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს დამთავრდება გამოცხადებული ტენდერი და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოების შესრულება.
ცაგერის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში შემდეგი სამუშაოები შესრულდება:
2017 წლის 11-12 მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების (გზები) რეაბილიტაციის სამუშაოები ( გაგულეჩი, კურცობი, ორბელი, ლაჯანა, წილამიერი, ხოჯი-უცხერი, ლაცორია) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 162 810 ლარი.
2017 წლის 11-12 მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების (გზები) რეაბილიტაციის სამუშაოები ( დეხვირი, ლასურიაში, მახაში)შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 164 692 ლარი.
2017 წლის 11-12 მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების (გზები) რეაბილიტაციის სამუშაოები ( წიფერჩი, ლარჩვალი, ზარაგულა, ლუხვანო, ჩქუმი) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 903 ლარი.
2017 წლის 11-12 მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების (გზები) რეაბილიტაციის სამუშაოები ( ქვ. ცაგერი, ჭალისთავი, გვესო. ქ. ცაგერი) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 137 890 ლარი.
2017 წლის 11-12 მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების (წყალსადენები) რეაბილიტაციის სამუშაოები ( ორბელი, ლაჯანა, ზედა ლაჯანა, ქვ. ცაგერი) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71 097ლარი.
2017 წლის 11-12 მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების (გზები) რეაბილიტაციის სამუშაოები ( საირმე, ლაილაში, თაბორი, სურმუში) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 113 032ლარი.
2017 წლის 11-12 მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების (გზები) რეაბილიტაციის სამუშაოები ( ჩხუტელი, ლასხანა, მწვანე თეატრი) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 79 013 ლარი.
2017 წლის 11-12 მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების (გზები) რეაბილიტაციის სამუშაოები ( ზუბი, ოყურეში) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 421 ლარი.
2017 წლის 11-12 მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების (გზები) რეაბილიტაციის სამუშაოები (აღვი, ღვირირში, ნაკურალეში, ტვიში) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 102 283ლარი.
სულ 968 141 ლარი.
მერიის ცნობითვე, ასევე, უახლოეს დღეებში დაგეგმილია გამოცხადდეს სახელმწიფო შესყიდვა 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად.

სიახლეები