სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა COVID-19 (კორონავირუსთან) დაკავშირებით
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა COVID-19 (კორონავირუსთან) დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე გიორგი მახათაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები.
იწყება საბავშვო ბაღების,მუნიციპალური ავტოტრანსპორტის,დაწესებულებების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავების პროცესი.
სკოლების უმეტესობას აღნიშნული პროცესი უკვე დაწყებული აქვთ.
თათბირზე ვირუსის პრევენციის და არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა,რეკომენდაციები გასწია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა.
მუნიციპალიტეტის მერმა გასცა მითითებები პროცესის ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარების შესახებ.
დარიგდა მერიის მიერ შეძენილი სადეზინფექციო საშუალებები,უნიფორმები,შესაბამისი აღჭურვილობა.
პროცესში ჩართული იქნებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები,ჯანდაცვის სამსახურის,თემების წარმომადგენლები.


