სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ჩეხეთის რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გამოცდილების გაზიარების ცენტრი“-ს (Experience Sharing Centre), და ფონდ „აფხაზინტერკონტი“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე პირველ მოადგილე გიორგი მახათაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავასთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გამოცდილების გაზიარების ცენტრი“-ს (Experience Sharing Centre), და ფონდ „აფხაზინტერკონტი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.
„გამოცდილების გაზიარების ცენტრი“ დაინტერესებულია დაამყაროს საქმიანი კავშირები ჩეხეთის რესპუბლიკასა და ცაგერის მუნიციპალიტეტს შორის.ცაგერის მუნიციპალიტეტს ამისათვის გააჩნია ტურისტული, ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პოტენციალი. თანამშრომლობის მიზანია მოხდეს გაცვლითი ვიზიტები ჩეხეთის რესპუბლიკასა და ცაგერის მუნიციპალიტეტის დელეგაციებს შორის, ასევე, ევროპული გამოცდილების გაზიარება და ჩართვა მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განაცხადეს მზაობა მომავალი თანამშრომლობისთვის.
სტუმრებმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დათვალიერეს ცაგერის ისტორიული მუზეუმი,გაეცვნენ ქართულ,ლეჩხუმურ ისტორიულ მემკვიდრეობას.


